Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

23/02/2024 10:39:03 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების მეორე წლისთავზე სანქციების მე–13 პაკეტი მიიღო, რომელიც 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, -დაანონსებულია, რომ სანქციების ახალ პაკეტს გამოაცხადებს აშშ–ც. მანამდე სანქციები გააფართოვა დიდიმა ბრიტანეთმა.

„საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას მხარს. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით 106 ფიზიკური და 88 ორგანიზაციისთვის შემაკავებელი ზომების დაწესებაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრასა და საფრთხის შექმნაზე“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.

ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ ახალი სანქციები ძირითადად ეხება სამხედრო და თავდაცვის სექტორებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის მათ, ვინც ჩართულია ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში, ასევე სასამართლოს წევრებს, ადგილობრივ პოლიტიკოსებს და უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ იმ პირებისა და ორგანიზაციების საერთო რაოდენობამ, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრისა და საფრთხის შექმნის გამო, ორი ათასს გადააჭარბა.

„სანქცირებული პირები ექვემდებარები აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ, მათთვის სახსრები ხელმისაწვდომი გახადონ. ფიზიკურ პირებზე ასევე ვრცელდება მოგზაურობის აკრძალვა, რაც ხელს უშლის მათ ევროკავშირის ტერიტორიებზე შესვლაში ან ამ ტერიტორიაზე გავლაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S