მედია: უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავის შესახებ
23/02/2024 16:09:22 მსოფლიო
უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება, რომელიც 23 თებერვალს უნდა გავრცელებულიყო, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლითავის აღსანიშნავად, – იუწყება "რადიო თავისუფლება" წყაროებზე დაყრდნობით.
"ბუდაპეშტი განცხადებას შეეწინააღმდეგა კონკრეტული ახსნა-განმარტების მიცემის გარეშე", - განუცხადეს წყაროებმა "რადიო თავისუფლებას".
გამოცემის ცნობით, ამის ნაცვლად, ევროკავშირი ახლა მუშაობს განცხადებაზე, რომელსაც გაავრცელებს ევროპის მთავარი ინსტიტუტების სამი პრეზიდენტი - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელი რობერტა მეცოლა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
განცხადების მთელი ევროკავშირის სახელით გასავრცელებლად ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.


