Accentnews.ge
მედია: ზელენსკი მარტში სომხეთში ვიზიტს გეგმავს

მედია: ზელენსკი მარტში სომხეთში ვიზიტს გეგმავს

23/02/2024 18:40:37 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარტში სომხეთში ვიზიტს გეგმავს, – იუწყება სომხური გამოცემა Factor.am წყაროზე დაყრდნობით.

მისი ინფორმაციით, ახლა უკრაინის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის მომზადება მიმდინარეობს, მაგრამ ვიზიტის თარიღი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის.

ამავდროულად, წყარო აღნიშნავს, რომ ზელენსკის ერევანში ვიზიტი მარტშია მოსალოდნელი.

სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ვალერი ლობაჩმა აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა, არც უარყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S