Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ორ წელიწადში რუსეთმა დაკარგა 409 ათას სამხედრო მოსამსახურეზე მეტი

უკრაინის გენშტაბი: ორ წელიწადში რუსეთმა დაკარგა 409 ათას სამხედრო მოსამსახურეზე მეტი

24/02/2024 08:51:15 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 770 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, ხოლო რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე შეადგინა 409 010 სამხედრო მოსამსახურე.

ასევე, გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის არმიამ დაკარგა:

  • 6,534 ტანკი (+8)
  • 12,425 ჯავშანტექნიკა (+15)
  • 9952 საარტილერიო სისტემა
  • (+36)
  • 999 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 684 საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა (+2)
  • 340 თვითმფრინავი (+1)
  • 325 შვეულმფრენი
  • 7659 ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების დრონი (+31)
  • 1905 ფრთოსანი რაკეტა (+2)
  • 25 გემი და კატარღა
  • 1 წყალქვეშა ნავი
  • 12,988 მანქანა და ბენზინმზიდი (+28)
  • 1576 ერთეული სპეცტექნიკა (+1)

23 თებერვალს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს რუსული A-50 თვითმფრინავი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოველ დაღუპულ უკრაინელ სამხედროზე, რუსეთი ხუთ ჯარისკაცს ჰკარგავს.

2024 წლის იანვრის ბოლოს, ჟურნალ Foreign Affairs-თვის დაწერილ სტატიაში, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დროს სულ მცირე 315 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა. მისი თქმით, ომის დროს განადგურდა რუსეთის ომამდელი სატანკო რეზერვების ორი მესამედი, ხოლო სამხედრო მოდერნიზაციის ათწლიანი პროგრამა თითქმის სრულად განულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S