Accentnews.ge
იტალიის, კანადის, ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდნენ

იტალიის, კანადის, ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდნენ

24/02/2024 09:01:49 მსოფლიო

იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ.

იტალიის მთავრობის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში გვიან ღამით მეზობელი პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრნენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მოგვიანებით კიევიდან „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S