Accentnews.ge
უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად დიდი ბრიტანეთი 286 მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად დიდი ბრიტანეთი 286 მილიონ ევროს გამოყოფს

24/02/2024 09:19:02 მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად მთელი წლის განმავლობაში 286 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

„მათ ამ ბრძოლაში გამარჯვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლიათ და ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რაც საჭიროა, რომ უკრაინამ გამარჯვებისთვის ბრძოლა გააგრძელოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა.

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

მანამდე კანადამ განაცხადა უკრაინისთვის ჭურვების მიწოდების დაფინანსების განზრახვის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S