Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინა პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე არასოდეს გამოიყენებს

ზელენსკი: უკრაინა პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე არასოდეს გამოიყენებს

25/02/2024 07:22:03 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მისი პარტნიორებისგან მიწოდებულ იარაღს სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე არასოდეს გამოიყენებს.

როგორც ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე – 2024 წლის 24 თებერვალს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, კიევი ამ იარაღს მხოლოდ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით გამოიყენებს.

„უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, ამის უფლება და არასოდეს გამოიყენებს თავისი პარტნიორების იარაღს [არსად], გარდა იმ ტერიტორიებისა, რომლებიც დროებით [რუსეთის მიერაა] ოკუპირებული“, - აღნიშნაა მან.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალებები, რათა სამოქალაქო პირები და ჯარისკაცები დაიცვას.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინა მოკავშირეებს შორი მოქმედების ATACMS-ის რაკეტებით უზრუნველყოფას მუდმივად სთხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S