Accentnews.ge
საფრანგეთის ელჩი ანაკლიის პროექტზე: „საქართველოს შეუძლია, გახდეს საერთაშორისო ჰაბი სინგაპურისა თუ დუბაის მსგავსად“

საფრანგეთის ელჩი ანაკლიის პროექტზე: „საქართველოს შეუძლია, გახდეს საერთაშორისო ჰაბი სინგაპურისა თუ დუბაის მსგავსად“

16/03/2019 11:37:12 თვალსაზრისი, კომენტარი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, ”ანაკლიის პროექტით  საქართველოს შეუძლია, გახდეს საერთაშორისო ჰაბი სინგაპურისა თუ დუბაის მსგავსად“.

ამის შესახებ ელჩმა  „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ შავი ზღვა თავისუფალი ვაჭრობის განვითარებით რეგიონში კეთილდღეობის მომტანი გახდეს. სადღეისოდ რეგიონში არ არის ბევრი ღრმაწყლოვანი პორტი, საიდანაც გამომდინარეობს ანაკლიის პორტის მნიშვნელობა. მსგავსი პროექტით საქართველოს შეუძლია, გახდეს საერთაშორისო ჰაბი სინგაპურისა თუ დუბაის მსგავსად.  ანაკლიის პორტის მშენებლობას საერთშორისო თანამეგობრობა სხვადსხვა საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  მეშვეობით უჭერს მხარს. გარდა ამისა, ამ პროექტში ჩართულები არიან ფრანგული, ჰოლანდიური, გერმანული და ამერიკული კომპანიები.   საქართველოს აქვს ამბიცია, რომ იყოს ხიდი  ევროპასა და აზიას შორის. ანაკლიის პორტი შექმნის შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ვაჭრობის განვითარებას შავი ზღვის ორივე მხარეს. მინდა აღვნიშნო, რომ პორტის მშენებლობა დაკავშირებულია ქვეყანაში  ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასთან. 2 დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და  აღვნიშნე, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს” – განუცხადა „აქცენტს“ ელჩმა.” 

რაც შეეხება ამ პორტის მნიშვნელობას უსაფრთხოების კუთხით, დიპლომატი აცხადებს, რომ „საერთაშორისო კომპანიების ჩართულობა გარანტიაა ამ მიმართულებით“. 

  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S