
ზელენსკიმ რუსეთთან ომში უკრაინის არმიის დანაკარგები პირველად გაამჟღავნა
25/02/2024 16:09:52 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაასახელა უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში.
მისი თქმით, აგრესიის მოგერიებისას 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მას არ დაუზუსტებია დაჭრილებისა და დაკარგულების რაოდენობა. პრეზიდენტმა დანაკარგებზე 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის შეფასება არ მოიცავს მშვიდობიანი მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობას.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ მას აქვს ინფორმაციის გამჟღავნების უფლება. მისი თქმით, დანაკარგები 300 ან 150 ათასზე გაცილებით ნაკლებია. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ 383 ათასი სამხედრო დაკარგა დაღუპულთა და დაშავებულთა ჩათვლით.
რუსეთის არმიამ, ზელენსკის თქმით, დაკარგა 500 ათასი ადამიანი მოკლულთა და დაჭრილთა ჩათვლით. ნოემბერში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის დანაკარგი 300 000–ად შეაფასა.