ანალენა ბერბოკს მიკოლაივში რუსული დრონი აედევნა
25/02/2024 16:19:06 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის ქალაქ მიკოლაივში იმყოფებოდა, როცა მიმდებარედ მფრინავი რუსული სადაზვერვო დრონის გამო საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყების ინფორმაციით, მომხდარის გამო ბერბოკის ვიზიტი ნაადრევად შეწყდა,- იუწყება "დოუჩე ველე".
ბერბოკი მიკოლაივის ოლქში წყლის გამწმენდ ნაგებობის მონახულებას აპირებდა, რა დროსაც გერმანიის საგარეო მინისტრსა და მის გუნდს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აედევნა, თუმცა, მალევე კურსი შეიცვალა და ტერიტორია დატოვა.


