Accentnews.ge
ლონდონის მერი რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას მოითხოვს ღარიბებისთვის 4000 სახლის მშენებლობის დასაფინანსებლად

ლონდონის მერი რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას მოითხოვს ღარიბებისთვის 4000 სახლის მშენებლობის დასაფინანსებლად

26/02/2024 06:53:20 მსოფლიო

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა რუსი ოლიგარქებისა და კორუმპირებული თანამდებობის პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონფისკაცია, გაყიდვა და ამ თანხით მათ შორის, ღარიბებისთვის სახლების აშენება მოითხოვა,– ციტირებს LBC ხანის მიერ გაერთიანებული სამეფოს საბინაო მდივნისთვის გაგზავნილ წერილს.

ხანმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ლონდონში კორუფციაში ჩართული რუსების უძრავი ქონების ღირებულება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ 1.1 მილიარდ ფუნტად (1.4 მილიარდი დოლარი) შეფასდა. ლონდონის მერიის შეფასებით, ამ თანხით ღარიბებისთვის ოთხი ათასზე მეტი სახლის აშენება შეიძლება.

"მინისტრებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები პუტინის თანამოაზრეების მიერ შეძენილი ქონების ჩამორთმევისთვის, რათა ჩვენ გამოვიყენოთ შემოსავალი ღარიბების დასახმარებლად," - თქვა ხანმა განცხადებაში.

წერილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის მეორე დღეს გაიგზავნა.

ხანის თქმით, ზოგიერთ აშენებულ სახლში უკრაინელი ლტოლვილები დასახლდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S