ლუბინეცი: რუსეთის ძალებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები კვლავ დახვრიტეს
26/02/2024 07:02:05 მსოფლიო
რუსეთის ძალებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები კვლავ დახვრიტეს, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
"კიდევ ერთი ომის დანაშაული, სავარაუდოდ, 2024 წლის 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში მოხდა. ვიდეოში, რომლის მოპოვებად მოვახერხეთ, ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები ნებდებიან: მათ ხელები მაღლა აქვთ აწეული, აჩვენებდნენ, რომ უიარაღოები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. რუსებს ისინი ტყვედ უნდა აეყვანათ, ნაცვლად ამის დაუნდობლად დახვრიტეს", - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.
მისი თქმით, დახვრეტილი ტყვეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, „ისინი სულ მცირე, 7 იყვნენ“.
სამხედრო ტყვეების დახვრეტა ომის დანაშაულია.


