Accentnews.ge
კულება: ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტი უნდა შეჩერდეს და საბრძოლო მასალები უკრაინაში უნდა გაიგზავნოს

კულება: ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტი უნდა შეჩერდეს და საბრძოლო მასალები უკრაინაში უნდა გაიგზავნოს

26/02/2024 08:03:54 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის არმიაში საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის გამო, ევროპის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში საბრძოლო მასალის ექსპორტი უნდა აიკრძალოს.

„ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე ყველა კონტრაქტი უნდა შეჩერდეს და ყველა ასეთი საბრძოლო მასალა უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. ევროპაში წარმოებული ყოველი ვაზნა უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას “, - აღნიშნა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინას მარტის ბოლომდე 170 000-მდე ჭურვს მიაწოდებს.

2023 წლის მარტში ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის ერთი წლის განმავლობაში მილიონი საბრძოლო საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ამ დრომდე ევროკავშირმა უკრაინას 355 000 ჭურვი მიაწოდა, წლის ბოლომდე კი 1 155 000-ის გაგზავნა იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S