Accentnews.ge
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

26/02/2024 09:09:24 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გადაიდო.

მიზეზი საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი პირის ადვოკატის სხდომაზე არმისვლა გახდა. როგორც სასამართლოში განმარტეს, ადვოკტი სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად განცხადების გაკეთების საშუალება მისცემოდა. აღნიშნული მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.

მომდევნო სხდომა 11 მარტს, 12-ის ნახევარზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის: სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S