Accentnews.ge
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა უკრაინაში

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა უკრაინაში

26/02/2024 10:54:00 მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი ორშაბათს, 26 თებერვალს უკრაინაში ჩავიდა.

მთავრობამ განაცხადა, რომ დენკოვი კიევს სტუმრობს, რათა დემონსტრირება მოახდინოს უკრაინისადმი ბულგარეთის მხარდაჭერის.

„ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ქვეყნის მთავრობის Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბულგარეთის დელეგაციაში შედიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაური, ადმირალი ემილ ეფთიმოვი.

ვიზიტის დეტალები, რომელიც მანამდე არ იყო დაანონსებული, არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ 2023 წლის ნოემბერში მოახდინა სოფიასა და კიევს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც არეგულირებს 100 ჯავშანტრანსპორტიორის უკრაინისთვის მიწოდებას. თუმცა, დაპირებული ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემა ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვის საკითხთან დაკავშირებით გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S