Spiegel: გერმანია უკრაინის დასახმარებლად საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს, მათ შორის, ინდოეთთან
26/02/2024 11:04:38 მსოფლიო
გერმანიის წარმომადგენლები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ინდოეთთან უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად,– იტყობინება გერმანული Spiegel.
გერმანული გამოცემა წერს, რომ კანცელარიის, საფინანსო და ეკონომიკური დეპარტამენტების, დიპლომატებისა და საჯარო მოხელეთა არაფორმალური ოფიცრების ჯგუფი იკრიბება ბერლინში ორ კვირაში ერთხელ. ისინი იძლევიან რჩევებს, რომელი ქვეყნებისთვის არის შესაძლებელი მიმართვა, რომელ ქვეყნებს შეიძლება, რომ ჯერ კიდევ ჰქონდეს საბრძოლო მასალის მარაგი და როგორ დაარწმუნონ ისინი.
სამთავრობო წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებში პოლიტიკური ტაბუ თითქმის არ არსებობს.
მაგალითად, ინდოეთში, საარტილერიო საბრძოლო მასალის საკმაოდ დიდი მარაგი ჯერ კიდევ ინახება - ამბობენ წყაროები, თუმცა ქვეყნის მთავრობას ღიად არ სურს თავისი ჭურვების გაყიდვას; ინდოეთი კვლავ ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას მოსკოვთან.
„ახლა მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საბრძოლო მასალის მოპოვება შუამავლების მეშვეობით“, - ნათქვამია მასალაში.
მსგავსი გარიგებები, როგორც ამბობენ ბერლინში, შესაძლებელია არაბულ ქვეყნებთან, რომელთაგან ზოგიერთს დიდი რეზერვები აქვს. ექსპერტების აზრით, ასევე არის სახელმწიფოები ბალკანეთსა და აფრიკაში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მარაგები - ან თუნდაც შეუძლიათ საბრძოლო მასალის წარმოება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინას მარტის ბოლომდე თითქმის 170 ათასი ჭურვის მიწოდებას დაჰპირდა.


