ჩეხეთის პრეზიდენტმა 20 ჩეხს უკრაინის არმიაში გაწევრიანების ნება დართო
26/02/2024 11:34:46 მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ქვეყნის 20 მოქალაქეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების უფლება მისცა. იუწყება Czech Radio.
პრეზიდენტმა უარყო კიდევ 56 განცხადება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რეკომენდაციების საფუძველზე.
ჩეხეთის მეთაურის თქმით, ამ შემთხვევაში განაცხადების უარყოფის მიზეზი იყო აპლიკანტების შეუსაბამობა დადგენილ კრიტერიუმებთან.
პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ჩეხებისთვის კანონითაა აკრძალული უცხოურ შეიარაღებულ ძალებში სამსახური.
წინამორბედმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა 2022 წლის 24 თებერვლიდან ქვეყნის 132 მოქალაქეზე გასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების ნებართვა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ჩეხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ დაესაჯა მოქალაქეები, რომლებიც აპირებდნენ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.


