Accentnews.ge
ფაშინიანის თანამებრძოლი: არ გვაინტერესებს როგორი რეაქცია ექნება რუსეთი ზელენსკის ვიზიტზე

ფაშინიანის თანამებრძოლი: არ გვაინტერესებს როგორი რეაქცია ექნება რუსეთი ზელენსკის ვიზიტზე

26/02/2024 12:54:34 კავკასია

თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა?,– ამის შესახებ 26 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა გაგიკ მელქონიანმა განაცხადა.

კითხვაზე, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ამ ვიზიტზე, მელქონიანმა უპასუხა:

„ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ რეაქცია ექნება რუსეთს ან ექნება თუ არა. ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გვაინტერესებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“.

მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მარტის დასაწყისში ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს ვიზიტს. მანამდე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთგზის განაცხადა, რომ უკრაინის ომში ერევანი მოსკოვის მოკავშირე არაა. გასულ წელს სომხეთმა პირველად გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, რომელიც ფაშინიანის მეუღლემ ჩაიტანა. აქტით უკმაყოფილება მოსკოვში არ დაუმალავთ.

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში გამწვავდა, რაც სომხეთმა რუსეთი უსაფრთხიების კუთხით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ღიად დაადანაშაულა. ერევანმა ქვეყნის უსაფრთხოების მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დაყრდნობას სტარტეგიული შეცდომა უწოდა და დივერსიფიცირების ზრდახვებზე დაიწყო საუბარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S