Accentnews.ge
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში შეხვდებიან ერთმანეთს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში შეხვდებიან ერთმანეთს

26/02/2024 13:15:55 კავკასია

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციების შეხვედრა 28-29 თებერვალს ბერლინში, მიუნხენში სამმხრივი შეხვედრის შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გაიმართება. ამის შესახებ NEWS.am-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განუცხადა.

მანამდე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა – პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დააანონსეს მსგავსი ტიპის შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თებერვალში სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. სომხეთი აცხადებს, რომ დაიღუპა ოთხი სომეხი ჯარისკაცი, ბაქო ერთი დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედროს შესახებ იუწყება.

მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S