Accentnews.ge
შვედეთი NATO–ს 32–ე წევრი ხდება,  უნგრეთის პარლამენტმა რატიფიცირების პროცედურა დაასრულა

შვედეთი NATO–ს 32–ე წევრი ხდება,  უნგრეთის პარლამენტმა რატიფიცირების პროცედურა დაასრულა

26/02/2024 16:33:15 მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. წინადადებას მხარი დაუჭირა 188 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 6.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა.

„დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზად არის, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თავისი პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

უნგრეთი ნატო-ს უკანასკნელი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა.

გადაწყვეტილებას მიესალმა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები. ახლა, როცა ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის გაწევრიანება ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S