Accentnews.ge
წალენჯიხის მერი – თანამშრომლების დაკავებაზე: აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით, თავად ვართ დაინტერესებულნი

წალენჯიხის მერი – თანამშრომლების დაკავებაზე: აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით, თავად ვართ დაინტერესებულნი

26/02/2024 17:02:57 სამართალი, რეგიონები

"ორივე დაკავებული დიდი ხნის თანამშრომელია. აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით... დაინტერესებული ვართ, რა მოხდა", - ამბობს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ქრთამის აღების ბრალდებით მერიის 2 თანამშრომლის დაკავების შესახებ.

"1. წალენჯიხის მერიის პრიორიტეტი თავიდანვე იყო კორუფციასთან ბრძოლა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მერიაში ამოძირკვულია მისი სისტემური ხასიათი და ეს გახლავთ ამ წლებში ერთეული, ერთადერთი ფაქტი!

2. ორივე მათგანი, (დაკავებული), დიდი ხნის თანამშრომლები არიან და აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით.

3. ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული, რა მოხდა და უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან!

ძალიან ვთხოვ ყველას, გამოძიების დასრულებამდე, თავი შევიკავოთ მთლიანად მერიის რეპუტაციული ზიანისგან!, - წერს ხარჩილავა.

მანამდე სუს–ში განაცხადეს, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S