Accentnews.ge
ჩიქოვანმა სომეხ კოლეგასთან თავდაცვის სფეროში "მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები" განიხილა

ჩიქოვანმა სომეხ კოლეგასთან თავდაცვის სფეროში "მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები" განიხილა

26/02/2024 17:37:56 პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს–სასახური აღნინავს, რომ ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი სომხეთის თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა. თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს",– ვკითხულობთ ოფიციალურ შეტყობინებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S