
კადიროვის მოზარდი შვილის მიერ ნაცემი პატიმარს 3,5 წელი მიუსაჯეს
27/02/2024 11:43:10 კავკასია
გროზნოს სასამართლომ ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულს სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოუწევს.
19 წლის ჟურაველი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და ხულიგნობაში ცნეს დამნაშავედ.
2023 წლის მაისში დაღესტნურ Telegram არხებზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ წვავს ვოლგოგრადის მეჩეთთან ახალგაზრდა კაცი ყურანს. გამოძიებამ მალევე დააკავა ნიკიტა ჟურაველი და კანონის დარღვევით, მოგვიანებით ჩეჩნეთში გადაიყვანეს.
აგვისტოში ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჟურაველს კადიროვის 15 წლის შვილი ადამი. მოზარდს დაუცველი პატიმრის ცემისთვის პასუხი არ უგია, პირიქით, ის ჯილდოებით წაახალისეს.
ოქტომბერში ჩეჩნეთის ლიდერმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჟურაველი ისლამის მიღების სურვილს გამოთქვამს.