Accentnews.ge
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის საერთაშორისო აეროპორტი უნდა დატოვონ

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის საერთაშორისო აეროპორტი უნდა დატოვონ

27/02/2024 12:03:30 კავკასია

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა სამშაბათს, 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის საერთაშორისო აეროპორტი უნდა დატოვონ.

მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის ირგვლივ განხილვებში პირადად მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აღიარა, რომ ასეთი დისკუსიები შეიძლებოდა წარმართულიყო უსაფრთხოების ძალებთან და სახელისუფლებო ორგანიზების შესაბამის წარმომადგენლებთან.

”ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება მათი (რუსი მესაზღვრეების) გასვლა”, - აღნიშნა სიმონიანმა და დასძინა, რომ სომხური მხარე საკუთარ საზღვრებს თავად დაიცავს, მით უფრო, რომ მას ეეჭვება, რუსებმა დაიცვან სომხეთის საზღვრები.

„არაერთხელ დადასტურდა, რომ ისინი არ იცავდნენ და ზოგჯერ აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ეს საზღვრები უფრო დაუცველი ყოფილიყო“, - ასე უპასუხა სიმონიანმა კითხვას ზვარტნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესაძლებლობის შესახებ.

ამავდროულად, მან მოუწოდა, მოვლენებს ნუ გაუსწრებენ სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის შესაძლებლობის საკითხში და აღნიშნა, რომ ეს თემა განხილვას მოითხოვს. მანამდე სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ რუსული ბაზის გაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S