Accentnews.ge
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2023 წლის 12 თვის ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2023 წლის 12 თვის ანგარიშს აქვეყნებს

27/02/2024 12:08:48 საზოგადოება, რეკლამა

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2023 წლის 12 თვის ანგარიშს აქვეყნებს.

კერძოდ, უწყების ანგარიშის მიხედვით:

  • 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 19 356 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;
  • 12 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტმა დაასრულა 18 197 საქმე;
  • აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 240 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 5 767 შემთხვევაში.

როგორც განიმარტა, გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა.

აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S