Accentnews.ge
ბაიდენი: ისრაელი მზადაა, რამადანის პერიოდში შეაჩეროს ომი ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ

ბაიდენი: ისრაელი მზადაა, რამადანის პერიოდში შეაჩეროს ომი ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ

27/02/2024 12:19:51 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელი მზადაა, შეაჩეროს ომი "ჰამასის" წინააღმდეგ ღაზას სექტორში მუსლიმთა წმინდა თვის – რამადანის დროს, თუ შეთანხმება მიიღწევა მძევლების გათავისუფლებაზე.

აშშ, ეგვიპტე და კატარი მუშაობენ ჩარჩო შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც "ჰამასი" გაათავისუფლებს რამდენიმე ათეულ მძევალს პალესტინელი პატიმრების და ექვსკვირიანი ბრძოლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მომავალ ორშაბათამდე შედგება.

რამადანი იწყება 10 მარტის საღამოს და სრულდება 9 აპრილის საღამოს.

მანამდე Jazeera საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ისრაელი დაახლოებით 400 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა - მათ შორის პირების, რომლებიც გასამართლებულები არიან მძიმე დანაშაულებისთვის.

ამავე წყაროს ცნობით, ისრაელი ასევე დათანხმდა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების ეტაპობრივ დაბრუნებას ღაზას ჩრდილოეთით და შემდგომი დახმარებისა და დროებითი თავშესაფრების შესვლას ღაზაში, მძიმე ტექნიკისა და აღჭურვილობის ჩათვლით.

გარდა ამისა, ისრაელმა "ჰამასს" შესთავაზა თავისი ძალების გაყვანა ღაზას ხალხმრავალი ნაწილებიდან და სადაზვერვო ფრენების შეჩერება დღეში 8 საათის განმავლობაში, როგორც ექვსკვირიანი ზავის ნაწილი, რომელსაც ისრაელელი მძევლების გათავისუფლება მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S