Accentnews.ge
22 წლის გოგოს მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

22 წლის გოგოს მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

28/02/2024 11:11:07 სამართალი, საზოგადოება

თბილისში, წინუბანის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია 22 წლის ქეთი ჯავახიშვილი.

ცხედარი მოკლულის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, თხრილში აღმოაჩინეს.

დაუდასტურებელი ცნობებით, მას დანით ზურგისა და ყელის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული.

ოჯახის ცნობით, ახალგაზრდა ქალი ღამის დაახლოებით 2 საათისთვის შინ იყო და არ აქვთ ინფორმაცია, როდის გავიდა გარეთ – ვარაუდობენ, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდნენ. ოჯახმა ახალგაზრდა ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დილით ვერ შენიშნეს და აღმოაჩინეს, რომ არც სამსახურში მისულა.

ცხედარი დაახლოებით 10:00 საათისთვის იპოვეს ადამიანებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ. გოგო მამამ ამოიცნო, რომელიც შვილს ეძებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებობს ცნობები, რომ სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S