
საქართველომ სომხეთს სავარაუდო ნარკორეალიზატორი გადასცა
28/02/2024 15:54:31 კავკასია, სამართალი
სომხური მხარის ცნობით, საქართველომ დააკმაყოფილა სომხეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაეცა მოქალაქე, რომელიც ძებნილი იყო Telegram-ის მეშვეობით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის ბრალდებით.
როგორც სომხეთის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, მოქალაქე გ.გ. ბრალდებულია დიდი ოდენობით კოკაინის, მეტამფეტამინის, LSD-ის, მარიხუანასა და MDMA-ს სხვა პირებთან ერთად გაყიდვაში 2019 წლიდან Telegram-ზე შექმნილი და ონლაინ მართული მაღაზიების მეშვეობით; ლეგალიზებას ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფინანსური რესურსის – 1 მილიარდ 155 მილიონ 518 ათასი დრამი (დაახლოებით 2,9 მილიონი აშშ დოლარი).
გენერალური პროკურატურის დავალებით, სომხეთის სამართალდამცველებმა დაკავებული ერევანში ჩაიყვანეს.
მანამდე საქართველოს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ 2023 წლის ორ თვეზე ნაკლებ დროში საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავეს, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორი.