Accentnews.ge
სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ აზერბაიჯანელი სამხედრო დააკავეს

სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ აზერბაიჯანელი სამხედრო დააკავეს

28/02/2024 18:33:00 კავკასია

სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს,- ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა 28 თებერვალს.

„შეიარაღებულმა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი სიუნიქის სოფელ თეღის ადგილზე გადმოკვეთა, ის სომეხმა სამხედროებმა განაიარაღეს“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც იუწყებიან, კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა სამხედრომ მიმალვა შეძლო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხური მხარის მიერ დაკავებულმა ჯარისკაცმა რუსლან ფანახოვმა სომხეთის საზღვარი შემთხვევით გადაკვეთა, ვინაიდან უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S