
ბერლინში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
29/02/2024 05:56:19 კავკასია
ბერლინში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა.
როგორ გერმანული მედია იუწყება, შეხვედრის შუამავალი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იყო, რომელმაც მხარეებთან შესაბამის შეთანხმებას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიაღწია.
”ჩვენ გვსურს, რომ თქვენ შეძლოთ გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალ გაზაზე სვლა,” - მიმართა არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს მოლაპარაკების მასპინძელმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა შეხვედრის დაწყების წინ.
მან მინისტრებს შორის შეხვდრას "გაბედული ნაბიჯი უწოდა":
„რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ესაა ორივე ქვეყნის მიერ გადადგმული გაბედული ნაბიჯები, რათა წარსული უკან მოიტოვონ და იმუშაონ თავიანთი ხალხისთვის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისათვის“.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თებერვალში სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. სომხეთი აცხადებს, რომ დაიღუპა ოთხი სომეხი ჯარისკაცი, ბაქო ერთი დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედროს შესახებ იუწყება.
მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.