Accentnews.ge
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

29/02/2024 08:44:12 სამართალი

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა. ამიშ შესახებ ინფორმაციას ლაზარეს დედა ავრცელებს.

"გამარჯობათ მეგობრებო! ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის ამბები...ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება 22 მარტს", - წერს თამთა კალანდაძე სოციალურ ქსელში.

გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებენ”.

ოჯახი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, რის შემდეგაც აპირებს, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მისი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა, გრძელდება.

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S