
მთავრობის ადმინისტრაცია: ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
01/03/2024 06:32:59 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს", – ნათქვამია ინფორმაციაში.