
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
01/03/2024 09:38:27 საზოგადოება, რეკლამა
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმის გადახდისას, ბოლო პერიოდში გამოწვეული ხარვეზებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად.
თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან სასამართლო დადგენილების ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მაგალითისთვის: სახელი გვარი პნ XXXXXXXXXXX, სახაზინო კოდი, ქვითრის ნომერი უჯXXXXXX, შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) უბილეთო მგზავრობის გამო.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი მითითებულია საჯარიმო ქვითარზეც. იმ შემთხვევაში, თუ ქვითრის ნომრის დადგენა ვერ ხერხდება, სამართალდამრღვევმა უნდა დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე: 1398.
დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე, შესაძლებელია თბილისის მერიის ვებგვერდზე: https://tbilisi.gov.ge/page/3300.", – ნათქვამია ინფორმაციაში.