Accentnews.ge
სომხეთი ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაძევებას გეგმავს

სომხეთი ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაძევებას გეგმავს

01/03/2024 13:27:49 კავკასია

სომხეთის ხელისუფლება განიხილავს რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესაძლებლობას ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან, სადაც ისინი 1992 წლის შეთანხმების შესაბამისად არიან განლაგებული.

ФСБ-ს ოფიცრების ყოფნა ზვარტნოცის აეროპორტში შეშფოთებას იწვევს, – განაცხადა პარასკევს მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა არტურ ხოჰანისიანმა.

„ეს საკითხი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგშია. მიმდინარეობს დისკუსიები. როდესაც გადაწყვეტილება იქნება, ყველანი გავიგებთ ამის შესახებ“, - ციტირებს News.am ხოჰანისიანს.

კითხვაზე, თუ რატომ შეწუხდა ხელისუფლება საკითხით მხოლოდ ახლა, მან უპასუხა, რომ „ბევრი რეალობა“ მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოიშვა.

„ამიტომ, ყოველი რეალობა უნდა მოიცავდეს გარკვეულ განსჯას, მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს“, დასძინა მან.

მანამდე საკითხი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა წამოჭრა. მან თქვა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა აეროპორტი უნდა დატოვონ, რადგან სომხეთს შეუძლია თავის დაცვა. მისი თქმით, რუსი თანამშრომლების ქმედებების გამო, სომხეთის საზღვრები "უფრო დაუცველი" გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S