
30 წლამდე კაცი 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
03/03/2024 07:28:27 სამართალი
შიდა ქართლში 30 წლამდე კაცი 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ბავშვების ნათესავია.
მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გამოძიება სსკ-ს 137-ე მუხლის 4 "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს (დანაშაული ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით).
დანაშაული თავისუფლების 15-დან 20 წლამდე აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.