
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ღაზაში „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“ მოწოდებით გამოვიდა
04/03/2024 06:02:38 მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ღაზას სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მოწოდებით გამოვიდა.
”ღაზაში ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურს. შეთანხმება მაგიდაზეა და „ჰამასი“ უნდა დაეთანხმოს მას. მოდით, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. გავაერთიანოთ მძევლები ოჯახებთან და მოდით, გადაუდებელი დახმარება გავუწიოთ ღაზის მოსახლეობას“, - განაცხადა ჰარისმა.
ჰარისმა წარმოადგინა კონკრეტული საშუალებები, როგორ შეიძლება, გაიზარდოს დახმარება, რომელიც შედის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, სადაც ასეულ ათასობით ადამიანი შიმშილობს ისრაელის ხუთთვიანი სამხედრო კამპანიის შედეგად.
„ღაზაში ხალხი იხოცება შიმშილით. პირობები არაადამიანურია და ჩვენი ჰუმანურობა გვაიძულებს ვიმოქმედოთ. ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დახმარების ნაკადი. არავითარი გამართლება არ არსებობს", – განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021