Accentnews.ge
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირებისთვის აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირებისთვის აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

04/03/2024 08:28:08 კავკასია, პოლიტიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირებისთვის აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ კომპანიას უახლოეს პერიოდში დააფუძნებენ - ამის შესახებ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რკინიგზის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ყველა ოპერაციას ეს კომპანია შეასრულებს. კომპანიაში საქართველო და აზერბაიჯანი თანაბარი წილებით იქნებიან წარმოდგენილი.

მისივე ცნობით, სამუშაოები უკვე დაწყებულია, მომზადებულია იურიდიული დოკუმენტები:

"ველით, რომ უახლოეს პერიოდში დაფუძნდება კომპანია, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი 50-50%-იანი წილით იქნებიან წარმოდგენილნი. ერთობლივი საწარმოს მთავარი ამოცანაა ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დადგენა და ზოგადად, საოპერაციო საკითხების მოგვარება“, - დასძინა როვშან რუსტამოვმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ტვირთების ოპერირების დასაწყებად ემზადება. რკინიგზის გაფართოებისა და სარემონტო სამუშაოების საკითხი გასულ კვირას აზერბაიჯანში განიხილეს. როგორც აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სამუშაოების 95% დასრულებულია და მომდევნო 2 თვეში სრულად დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S