Accentnews.ge
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცმა ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცმა ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინა

05/03/2024 06:53:04 სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ პატრულირების დროს ხანძრის კერა დააფიქსირეს.

მისი ცნობით, "ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას".

"ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად - 500 ლარით დაჯარიმდა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები", – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S