05-03-2024 16:22:31 ციტატა
"მე მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი - გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე თარგმნილი იქნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მე მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომავალი დღეების განმავლობაში", – ამის შესახებ ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გუდნი იოჰანესონი თბილისში დღეს ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან გამართა. დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე გაიმართება საქართველო-ისლანდია ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. იოჰანესონი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.