Accentnews.ge
მედია: იულია ნავალნაიამ და ელენა ზელენსკამ უარი თქვეს, დასწრებოდნენ კონგრესში ბაიდენის გამოსვლას

მედია: იულია ნავალნაიამ და ელენა ზელენსკამ უარი თქვეს, დასწრებოდნენ კონგრესში ბაიდენის გამოსვლას

06/03/2024 12:14:04 მსოფლიო

რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულიამ და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ელენამ, უარი თქვეს თეთრი სახლის მიწვევაზე, დასწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლას კონგრესში. ამის შესახებ The Washington Post და "უკრაინსკაია პრავდა" წერენ.

ღონისძიება 7 მარტს არის დაგეგმილი. ნავალნაია და ზელენსკაია, როგორც The Washington Post წერს, აშშ-ის პირველი ლედის ჯილ ბაიდენის სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ და რომ იგეგმებოდა, რუსი და უკრაინელი ქალების რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცევა.

გამოცემა ირწმუნება, რომ ნავალნაიას მიწვევას უკრაინული მხარის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა უკრაინულ საზოგადოებაში მისი დაღუპული ქმრის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულების გამო. უკრაინის პრეზიდენტის აპარატში „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადეს, რომ თეთრ სახლში გამოსვლა არ დაემთხვა ზელენსკას სამუშაო განრიგს.

The Washington Post-ის ცნობით, ზელენსკას უარის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო კიევის სურვილი, არ იყოს ასოცირებული ბაიდენთან ვაშინგტონში. უკრაინა აქტიურად ლობირებს რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებს, რათა მათ დაამტკიცონ კიევისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, – წერს გამოცემა. ეს ხდება ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

ნავალნაიამ ვიზიტზე უარი თქვა. მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა ეს იმით ახსნა, რომ მას ქმრის დაღუპვისა და ამასთან დაკავშირებული მოგზაურობის შემდეგ დასვენება სჭირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S