
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და არალში შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
06/03/2024 14:44:38 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და არალში შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.
მისი ცნობით, სამუშაო პროცესი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარი, ჯამში 2722 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა.
პროექტში, ასევე გათვალისწინებულია მიერთებების, სანიაღვრე არხებისა და ეზოში შესასვლელების მოეწყობა. სამუშაოები სოფელ უდეში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის, ხოლო სოფელ არალში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება 1 167 998 ლარია