Accentnews.ge
ხვიჩიას თავს დაესხნენ

ხვიჩიას თავს დაესხნენ

07/03/2024 07:45:27 სამართალი

პარტია „გირჩის" თავმჯდომარის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას უცნობი კაცი ფიზიკურად გაუსწორდა.

ხვიჩია კლინიკაში იყო გადაყვანილი. ამჟამად იგი თავს კარგად გრძნობს.

დეპუტამა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასზე თავდასხმა „ქართული ოცნებისა" და საპატრიარქოს „ბინძური პროპაგანდით" იყო გამოწვეული.

„ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნებისა" და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით, მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასა*რაკებლად, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე, მისი მოქნეული ხელი მომხდა",– უამბო მან ჟურნალისტებს კლინიკის დატოვების შემდეგ.

დეპუტატმა თქვა, რომ მას პოლიციისთვის არ მიუმართავს.

შსს–ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2017 წელს პარტია „გირჩმა" დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება". ამ გზით პარტია იმ ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომლებსაც არ სურდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S