
მედია: ცოლისთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე რუსთავში მამაკაცი დააკავეს
07/03/2024 16:27:26 სამართალი
ცოლისთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ინციდენტი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. მისი ცნობით, 30 წლამდე კაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა 20 წლამდე ქალს მიაყენა.
გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 151-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის.