
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს
10/03/2024 07:52:18 კავკასია
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის თქმით, ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს. ამის შესახებ მან თურქეთში ვიზიტის დროს თურქულ ტელეარხს TRT განუცხადა.
"სომხეთში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ბევრი ახალი შესაძლებლობის განხილვა და საიდუმლოს არ გავთქვამ, თუკი ვიტყვი, რომ არსებობს იდეა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მოიცავს", -აღნიშნა მირზოიანმა.
მისი თქმით, "სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები":