მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა

11-03-2024 10:08:19 პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა. იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატია 2017 წლიდან. იგი მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა.

2024 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე იყო. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები