
ბაქო ერევნისგან ოთხი სოფლის "სასწრაფოდ გადაცემას" მოითხოვს
11/03/2024 15:06:00 კავკასია
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთს მოსთხოვა, სასწრაფოდ გადასცეს ბაქოს ოთხი სოფელი. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის ვიცე პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დემარკაციის კომისიის თანათავმჯდომარის შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურის განცხადებაში. ის გამოქვეყნდა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც 7 მარტს გაიმართა.
"რაც შეეხება სომხეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ აზერბაიჯანულ სოფელს (ბაგანის აირიმი, აშაგი ესკიფარა, ხეირიმლი და გიზილგაჯილი), მათი აზერბაიჯანისადმი კუთვნილება უდავოა და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბაქო ასევე დარწმუნებულია, რომ დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში „მოგვარდება ოთხი ექსკლავური სოფლის (იუხარი ესკიფარა, სოფულუ, ბარხუდარლი და კარქი) განთავისუფლების საკითხი“.
ამავდროულად, ბაქომ უარყო სომხეთის ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ "აზერბაიჯანის მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ არის ოკუპირებული 31 სომხური სოფელი".
სომხეთში შიშობენ, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნა საზღვრის იმ მონაკვეთის „დაუყოვნებლივ“ გადაცემაზე, დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის გარეშე, რომლის გასწვრივაც გადის ერევანი-თბილისის მთავარი გზა, "არის ნაბიჯი სამშვიდობო პროცესის ჩაშლისა და ქმნის ახალი ომის საფრთხეს.
თებერვალში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ბაქო „არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს, პერიოდულად აყენებს საკითხს საბჭოთა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ოთხი ანკლავის შესახებ", ამასთან, "უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ ამჟამად 30-ზე მეტი სომხური სოფელი აზერბაიჯანული ოკუპაციის ქვეშაა".