Accentnews.ge
ნათესავ ქალზე სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

ნათესავ ქალზე სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

11/03/2024 16:35:13 სამართალი, საზოგადოება

კახეთის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 30 წლამდე კაცი დააკავეს. ცნობას შსს–ში ადასტურებენ.

ძალადობის მცდელობის შემთხვევა გასული წლის შემოდგომაზე მოხდა და გახმაურდა მას შემდეგ, რაც სოფლის მოსახლეობის ნაწილის თანდასწრებით ახალგაზრდა კაცს კაბით გავლა აიძულეს, თან ვიდეოს უღებდნენ, რომელიც ბევრი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მაშინ ამ ინციდენტის გამო სამი პირი დააკავეს.

გამოძიება მათ თანასოფლელის დამცირებას, პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. პროკურატურამ სამივე მათგანს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კაცს, რომელსაც კაბით გავლა აიძულეს, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

"ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ფსიქიკური იძულების შედეგად, დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს, რითაც პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს", - აცხადებდნენ პროკურატურაში.

არსებული ცნობებით, პოლიციას ახალგაზრდა კაცის ოჯახმა მიმართა. თავად ახალგაზრდა კაცს მეზობლად მცხოვრებ ნათესავზე სექსუალურ ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S