Accentnews.ge
რუსეთი შაქრის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

რუსეთი შაქრის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

12/03/2024 12:03:47 ეკონომიკა

რუსეთი შაქრის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უწყებამ რუსეთიდან შაქრის ექსპორტის 2024 წლის 31 აგვისტომდე აკრძალვის დადგენილების პროექტი შეიმუშავა.

„ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დაწესდეს დროებითი აკრძალვა“, - ნათქვამია დადგენილებაში.

დოკუმენტის თანახმად, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შაქრის ექსპორტზე აკრძალვა არ გავრცელდება იმ მოცულობების ფარგლებში, რომელიც საორიენტაციო ნაშთებით არის გათვალისწინებული.

ცნობისთვის: შაქრის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში რუსეთს რიგით მეორე ადგილი უკავია. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოსთვის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ბრაზილიაა. 2023 წელს ჯამში ბრაზილიიდან საქართველოში 68 586 ტონა (44 მლნ დოლარის ღირებულების) შაქარი შემოვიდა, რუსეთიდან კი – 22 803 ტონა ( 14.7 მლნ დოლარის ღირებულების). საქართველოში შაქარი შემოდის ასევე მაროკოდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საფრანგეთიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S