Accentnews.ge
იანვარ-თებერვალში ექსპორტი 12.2%-ით შემცირდა, იმპორტი – 2%-ით

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 12.2%-ით შემცირდა, იმპორტი – 2%-ით

13/03/2024 08:05:41 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 803.2 მლნ დოლარია (-12.2%), ხოლო იმპორტი - 2 138.2 მლნ დოლარი (-2%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4%-ია.

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მარტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S