Accentnews.ge
მედია: ევროკავშირმა გააუქმა სანქციები Yandex-ის დამფუძნებლის და Sistema-ს ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ

მედია: ევროკავშირმა გააუქმა სანქციები Yandex-ის დამფუძნებლის და Sistema-ს ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ

13/03/2024 08:23:45 მსოფლიო

ევროკავშირმა გააუქმა პირადი სანქციები Yandex-ის თანადამფუძნებლის არკადი ვოლოჟის წინააღმდეგ. ამის შესახებ WIRED ევროსაბჭოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. ოფიციალურმა პირმა გამოცემას დაუდასტურა, რომ სანქციების სიიდან სამი ადამიანი ამოიღეს, მათ შორის ვოლოჟი.

სანქციები ასევე მოუხსნეს AFK Sistema-ს ვიცე-პრეზიდენტს სერგეი მნდოიანცს და "ღამის მგლების" მოტოკლუბის ევროპის ფილიალის პრეზიდენტს იოზეფ ჰამბალეკს. Reuters-მა ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ ვოლოჟის სანქციების სიიდან ამოღებაზე.

ვოლოჟი სანქციების ქვეშ მოექცა 2022 წლის ივნისში. ევროკავშირმა მიიჩნია, რომ როგორც მსხვილი რუსული კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკაში, ბიზნესმენი ირიბად ეხმარება ქვეყანას უკრაინაში აგრესიული ომის წარმოებაში.

თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Yandex N.V. დადო გარიგება რუსული Yandex-ის გაყიდვის შესახებ. გარიგების პირობების მიხედვით, 31 ივლისამდე Yandex N.V. უნდა შეცვალოს სახელი, უარი თქვას Yandex-ის ბრენდზე. ამრიგად, ვოლოჟი, რომელმაც დიდი ხნის წინ დატოვა რუსეთი, მთლიანად გათავისუფლდება რუსეთის აქტივებისგან. უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ბიზნესმენი დუმდა 2023 წლის აგვისტომდე, შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო შეჭრა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, The Financial Times-ის ცნობით, ვოლოჟის ადვოკატებმა სთხოვეს ევროკავშირს სანქციების მოხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S